გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

21-10-2020

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.გ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ნ.გ.-ს მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ზ.მ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, ბრალდებულმა ზ.მ.-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრა დ.გ., რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლა განახორციელა მისი შვილის ნ.გ.-ს მიმართულებით. მიღებული დაზიანებით ნ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაზარალებული დ.გ. და მისი საცხოვრებელი კორპუსის სხვა მობინადრეები დაკითხა, რომლებმაც ბრალდებული, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი ამოიცნეს. ასევე, პროკურორებმა სასამართლოს წარუდგინეს სატელეფონო კავშირების ამსახველი ინფორმაცია, ვიდეომასალა და ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დადასტურდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის გაადვილების და დაფარვის მიზნით) და 19, 109 მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), ასევე, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება). სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზ.მ.-ს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930