გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: რისკის შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმი მაისიდან ამოქმედდება

18-04-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა, თუ რას აკეთებენ სახელმწიფო უწყებები იმისთვის, რომ ეფექტიანად ებრძოლონ ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობას და რა გაკეთდა ამ მიმართულებით აქამდე. ამის შესახებ მეზვრიშვილმა გადაცემაში "პირისპირ" ისაუბრა. 

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა დანაშაულის გამოძიების კუთხით გვაკისრია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ როდესაც დავიწყეთ და გავააქტიურეთ მუშაობა ამ მიმართულებით, ვთქვით რომ მონიტორინგის მექანიზმები, ისევე როგორც რისკის შეფასების მექანიზმების მხრივ გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს არ არის ახლად წამოჭრილი პრობლემა, წლების განმავლობაში ეს მექანიზმი ეფექტიანად არ მუშაობდა. ფაქტობრივად, რისკის შეფასების და მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა დავასრულეთ. უკვე მაისიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება და გამომძიებლები დაიწყებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას. მაისიდან გამომძიებლებს, პოლიციელებს რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ექნებათ იმისი შესაძლებლობა, რომ რისკები გაცილებით ეფექტიანად შეაფასონ, გაცილებით უფრო მეტად განჭვრიტონ მოსალოდნელი ძალადობა, ძალადობის განმეორების შესაძლო შემთხვევები და გაცილებით უფრო ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება. რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმს, ეს მექანიზმი, ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციელებს მუდმივად კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ ის ადამიანები რომელთა მიმართაც შემაკავებელი ორდერებია გამოცემული, მუდმივად ჰქონდეთ კონტაქტი მსხვერპლებთან და იქ სადაც იარსებებს ძალადობის გამეორების რისკები დაუყოვნებლივ ჩაერიოს პოლიცია"-აღნიშნა მეზვრიშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930