გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: შსს-მ უპირატესობა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას მიანიჭა, ნაცვლად ძალისმიერი მეთოდებისა

22-10-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გუშინ ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შეფასებისას განაცხადა, -„რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორი დაგეგმვა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლებელია ეს ოპერაცია მძიმედ დასრულებულიყო. აქ იდგა არჩევანი, ან უნდა მომხდარიყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება თავდამსხმელთან მიმართებაში, რასაც მძიმე შედეგი მოყვებოდა, რადგან ყველა ექსპერტის შეფასებით, იმ აღჭურვილობიდან გამომდინარე, იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ეს თავდამსხმელი ახორციელებდა, ძალიან მაღალი ალბათობა იყო, რომ იქნებოდა დიდი მსხვერპლი.

ამის ნაცვლად შსს-მ აირჩია გზა, სადაც უპირატესობა მიანიჭა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას, შედეგად გვაქვს ის, რომ ყველა მძევალი, რომელიც იყო დატყვევებული, არის უვნებელი“.

დეპუტატის თქმით, არ არსებობს ქვეყნა, სადაც, რაც არ უნდა უმკაცრესი უსაფრთხოების ზომები იყოს მიღებული, მსგავსი რამ შეიძლება არ მოხდეს.

„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობს თუ არა მექანიზმები უსაფრთხოების, რომ მსგავსი დანაშაული არ მოხდეს, პასუხია, რომ არ არსებობს. არც ერთი ქვეყანა არა არის დაზღვეული ამისგან.

მთავარია, რომ დაუსჯელობის განცდა არ უნდა დარჩეს ადამიანს, რომელმაც გაბედა და ჩაიდინა ასეთი დანაშაული, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

რა თქმა უნდა, ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ დაკავებული და პასუხისმგებლობაში მიცემული შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი გამოწვევა და დაკვეთაც საზოგადოების მხრიდან, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოხდეს ამ პირის დაკავება და მისი წარდგენა მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930