23-10-2020
პოლიტიკურ გაერთიანება „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელში“პოლიტიკურ გაერთიანება „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელში“ადასტურებენ, რომ მათი პარტიის წარმომადგენელს, თეონა ჭალიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამასთან, როგორც პარტიაში აცხადებენ, მათი პოლიტიკური აქტივობა, კონკრეტულად კი მოსახლეობასთან შეხვედრები საფრთხეს არ შეიცავს, რადგან თეონა ჭალიძე უკვე დაახლოებით ერთი კვირაა თვითიზოლაციაშია, თუმცა, როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, დაინფიცირებული პირი ვირუსის გამავრცელებელი ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრე ხდება და ვირუსის გავრცელების საფრთხეს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ატარებს.
პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საზოგადოება პარტიის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს, ხალხის მიმართ გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE შეეცადა გაერკვია, რამდენად რეალურია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ვაშაძისა და მისი აქტივისტების საზოგადოებასთან შეხვედრები საფრთხის მატარებელია.
- ირაკლი გაბისონია "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
- დიახ, ვადასტურებთ, რომ ჩვენი შტაბის წევრს, თეონა ჭალიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც უკვე დაახლოებით ერთი კვირაა თვითიზოლაციაშია გადასული. მას შემხებლობა არ ჰქონია არც ისნის შტაბის წარმომადგენლებთან და არც მთავარი შტაბის წევრებთან, სადაც პარტიის ლიდერი და ჩვენ ვხედვართ.
- რაც შეეხება პარტიის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს, მასთანაც ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი?
- დიახ!
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ვირუსის საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით ორი კვირაა და შესაბამისად, გამოდის, რომ პარტიის წარმომადგენლები, რომლებთანაც თეონა ჭალიძეს ერთი კვირის წინ ჰქონდა კონტაქტი, პოტენციურად ვირუსის გამავრცელებლები არიან.
ოთარ ჩოკოშვილი - ეპიდემიოლოგი:
- ზოგადად, წვეთოვანი ინფექციის დროს ვირუსის გადადების მაღალი ალბათობა დაახლოებით ერთი მეტრია. სრულყოფილად თავის დასაცავად კი დისტანცია მინიმუმ ორი მეტრი უნდა იყოს, რადგან ცემინებისა და ხველების შემთხვევაში ვირუსის გავრცელება შესაძლოა ერთ მეტრს აჭარბებდეს.
- ვირუსის ინკუბაციის პერიოდი რამდენი დღე გრძელდება, ანუ რამდენი დღის განმავლობაშია დაინფიცირებული ადამიანი საფრთხის მატარებელი?
- ინკუბაციის მინიმალური პერიოდი 2 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი 14 დღე. ყველაზე ხშირად ინფექციის გამოვლენა მე-4 დღიდან ერთ კვირამდე ხდება.
- იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ერთი კვირის წინ დაუდასტურდა კორონავირუსი, ის, ვისაც მანამ ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან, თუ ატარებს ვირუსის გავრცელების საფრთხეს?
- დღეის მდგომარეობით დადგენილია, რომ ინფექცია გადამდებია სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით ანუ 48 საათით ადრე, კლინიკური ფორმის გამოვლენიდან კი საშუალოდ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაშია გადამდები. გადადების რისკი დაახლოებით მე-8 მე-10 დღიდან მცირდება, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც კლინიკურად დაავადება ამ პერიოდზე მეტ ხანს გრძელდება და შესაბამისად, მეორე პირის დაინფიცირების რისკიც ნარჩუნდება.
- შესაძლებელია, ადამიანი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, იყოს პოტენციურად ვირუსის გამავრცელებელი?
-დიახ!
- იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ინფიცირებულთან კონტაქტი და არ აღინიშნება სიმპტომები, რა რეკომენდაციების დაცვაა აუცილებელი?
- რეკომენდაციის თანახმად, ამ შემთხვევაში პირი 12 დღის განმავლობაში უნდა იყოს თვითიზოლაციაში და ან საკარანტინე სივრცეში. თვითიზოლაცია ნიშნავს, რომ ადამიანი გადავიდეს დამოუკიდებლად სახლის პირობებში ან სხვა განმარტოებულ ადგილას. ამ სემთხვევაში, მხოლოდ არაპირდაპირი კონტაქტია დასაშვები, რაც გულისხობს, საკვების ან მედიკამენტების მიწოდებას მინიმუმ 2 მეტრით დისტანციიდან ან კარებთან დატოვებით.
p.s. იმ შემთხვევაშიც კი, თუ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელს პარტიის ლიდერთან და სხვა აქტივთან კონტაქტი თუნდაც ერთი კვირის წინ ჰქონდა, გამოდის, რომ გიორგი ვაშაძე და მისი შტაბის წევრები რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან და კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში მინიმუმ თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ.