გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
უნივერსიტეტებში არაგეგმიური შემოწმება იწყება

26-12-2017

უნივერსიტეტებს, რომლებიც ავტორიზაციის პირობებს ვერ აკმაყოფილებენ, სტუდენტების მიღება აეკრძალებათ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება იწყება. 

„ჩვენი სამინისტროს მთავარი საზრუნავი იქნება უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი. აქედან გამომდინარე, დაიწყება არაგეგმიური შემოწმება უნივერსიტეტების ხარისხთან მიმართებაში, ავტორიზაციის კუთხით. იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ავტორიზაციის პირობებს, შეუწყდებათ სტუდენტების მიღება. 

საქმე იმაში გახლავთ, რომ სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, მშობლებს, აბიტურიენტებს“, - განაცხადა ჩხენკელმა. 
მინისტრმა განმარტა, რომ უნივერსიტეტებს, რომლებიც სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, მიეცემათ საშუალება გამოასწორონ სიტუაცია, თუმცა, მისივე თქმით, იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც გამოსწორებას ვერ შეძლებენ, სტუდენტების მიღება აეკრძალებათ.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930