18-04-2018
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ იცნობს.
ამის შესახებ ბახტაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დღეს, ლაივის დროს განაცხადა, სადაც მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია არის ჭორი და ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად მოიგონა.
"ეს ადამიანი გასაგებია, რომ საზოგადოებაში ეწევა სიცრუის და იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენად ხშირად აკეთებს, თვითონაც დაიჯერა ეს იაფფასიანი ჭორები. ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ ივანშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ და ზოგადად, დამრჩა განცდა, რომ გარკვეული ჯგუფები შეეცადნენ იმ ინიციატივების შემდეგ, რაც გავაჟღერთ, ეს გადაეფარათ იაფფასიანი ჭორებით", - გაანცხადა ბახტაძემ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძეა და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა ფინანსთა მინისტრს, რაზეც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჭორებს და სიცრუეს ავრცელებს და რეალურად ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ იცნობს.