გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ან ლინდეს და მიხაელ ზიბერტს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პოზიტიური შეფასებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

4-11-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მხარდამჭერი განცხადებებისთვის შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მიხაელ ზიბერტს მადლობას უხდის.

დასავლელი პარტნიორების შეფასებებს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„ვაფასებთ თქვენს პოზიტიურ შეფასებას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ და ველით შვედეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო გაძლიერებას“, - წერს გიორგი გახარია.

პრემიერ-მინისტრი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის პერსპექტივას.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში წარმოჩენილი და ქვეყნისთვის ისტორიული საარჩევნო სისტემის რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას მოგახსენებთ. მოუთმენლად ველით ჩვენს ერთგულ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას”,- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930