გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2024 წელს 7 მილიონ 700 ათასამდე ვეტერინარული მანიპულაცია განხორციელდა

24-01-2025

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა, 2024 წელს, 7 მილიონ 700 ათასამდე ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შინაურ ცხოველებს უფასო ვაქცინაცია/ რევაქცინაცია ჩაუტარდა ისეთ ინფექციურ დაავადებებზე როგორებიცა: თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი.


ყირიმ-კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში დამუშავდა 6 080 მსხვილფეხა საქონელი, ცხოველთა სეზონური გადარეკვის პერიოდში კი, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ სულ 947 ათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული.


განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და შედეგად მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. ამავდროულად, საქართველო ინარჩუნებს ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯს, რაც დადებითად აისახება საექსპორტო მაჩვენებლებზე.


აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 3877 ვეტერინარული სერტიფიკატი გაიცა და ქვეყნიდან 485 ათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველის ექსპორტი განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031