მიხეილ ცაგარელი: ლარი დასტაბილურდება, მაგრამ 3-მა თვემ შეიძლება ყველაფერი ამოაყირავოს
26-12-2017
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 2018 წელს ლარი დასტაბილურდება, მაგრამ 3 თვეში - ივლისი-აგვისტო-სექტემბერში ეროვნულ ვალუტას სერიოზული სირთულეები ელოდება, რამაც შესაძლოა ყველაფერი ამოაყირავოს.
როგორც მიხეილ ცაგარელმა "აიპრესთან" ინტერვიუში აღნიშნა, აღნიშნული 3 თვე საფინანსო-ეკონომიკური და საბანკო სექტორისთვისაც ძალიან რთული იქნება, თუმცა წლის ბოლოსკენ - ნოემბრიდან ვითარება დასტაბილურებას დაიწყებს.
რომელი სფეროებისთვის იქნება ეს წელი უფრო მეტად გამორჩეული?
პოლიტიკოსებს უდავოდ ყველაზე სერიოზული სირთულეები აქვთ. ძალიან სერიოზულია საბანკო-ეკონომიკური და საფინანსო სექტორისთვისაც. მათ ექნებათ ძალიან მძიმე სამი თვე. შესაძლოა ამ პერიოდში ყირაზე დადგეს ეროვნული ვალუტა და ბევრი ბიზნესგეგმა ჩაიშალოს.
ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება?
ამ სამ თვეში ყველაფერია მოსალოდნელი. იქამდე არა, შედარებით დასტაბილურდება ამ 2-3 წელთან შედარებით, მაგრამ ამ სამმა თვემ შეიძლება ყველაფერი ამოაყირავოს და წლის ბოლოსკენ - ნოემბრისკენ დალაგდეს. მაგრამ იმ სამ თვეში ვინც იღებს კაპიტალდაბანდებებს, მას შეიძლება ყველაფერი სერიოზულად აერიოს. ამიტომ ივლისი-აგვისტო-სექტემბერში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით. კაპიტალდაბანდებებთან, ფინანსურ სესხთან და საკრედიტო სისტემასთან მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ნოემბრიდან უკვე თანდათან უნდა დალაგდეს ეს სისტემა და უკვე 2019 წლიდან ურანის პლანეტა გადავა ფინანსების და ბიზნესის ნიშანში, რომელიც თანდათან ნელ-ნელა დაალაგებს ამ სფეროს.
მიხეილ ცაგარელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
წყარო: ipress