4-11-2020
„დღეს როდესაც ვხედავთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზე და მის შედეგებზე თავდასხმას, ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხრიდან, ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„არჩევნებამდე ჩვენი პარტნიორები როგორც ევროკავშირიდან, ასევე, აშშ-დან გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ექნება რუსეთის ფედერაციას ჩარევის სურვილი და ჩარევის მცდელობები. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, არჩევნების შედეგებზე თავდასხმას, დღეს როდესაც ვხედავთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და მის შედეგებზე თავდასხმას, ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხრიდან, ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს, ვინაიდან თავდასხმა საქართველოს დემოკრატიაზე და საქართველოს არჩევნების შედეგების ბოიკოტირება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, შესაბამისად, ვინც ამ სცენარს ემსახურება და მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, ის არის რუსეთის ინტერესების მოკავშირე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.