5-11-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწდყება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IV, X, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მოკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მოკრორაიონის, თემქის დასახლების IV კვარტლის, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, ლურჯი ქედის, საგუბარის, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, ქუჯი ერისთავის, ავჭალის, ანაპის 414-ე დივიზიის, ალეკო გობრონიძის, ლერი ლაგურაშვილის, რეზო გაბაშვილის, ამირან ბობოხიძის, ავშნის, ევგენი ღვალაძის და ქობის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას მუხიანის I, II მიკრორაიონების და გლდანი-მუხიანის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის, აეროპორტის დასახლების და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობა.