გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მმართველი გუნდის სხდომა დღეს აღარ გაიმართება

19-04-2018

მმართველი გუნდის შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება.

შეხვედრა, სავარაუდოდ, შაბათს შედგება და მას შესაძლოა პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშილიც დაესწროს.

რაც შეეხება სხდომაში ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას, პარლამენტარის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ეს სწორი არ იქნება.  

„ბიძინა ივანიშვილის დასწრებას რაც შეეხება, გუშინ გამოჩნდა თითქოს მე მხარს ვუჭერ ამას, მაგრამ არაა ეს სწორი. არ მგონია, რომ ამ ფორმატში მისაღები იყოს, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში მის ჩართულობას მხარს ვუჭერ და მგონია რომ სწორი იქნება, მაგრამ უმრავლესობის სხდომაში მისი მონაწილეობა რამდენად სწორი იქნება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამის ინიციატორები. პრემიერი პარტიის თავმჯდომარეა და მას სრული უფლება აქვს უმრავლესობის პოლიტიკურ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა.

პირობებზე იყო საუბარი, მაგრამ, როგორც ჩემს კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ჩემს განცხადებებში ან ქმედებებში იყო შეცდომები, მე არ ვაღიარებ ამას“- განაცხადა ფოფხაძემ.

შეგხასენებთ, რომ უმრავლესობის შეხვედრა დღეს საღამოს უნდა გამართულიყო, სადაც გუნდში დაპირისპირება უნდა განეხილათ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031