7-11-2020
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 859 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 859 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 54 852-ს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 754 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 39 773-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 4, იმერეთში - 4, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 441 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612. 4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 282, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში - 278, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი - მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 98. 2 599 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 299 - აჭარაში, ხოლო 849 - თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში-1 346.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 731 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში - 15 693, იმერეთში - 4 301“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.