გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აღნიშნული ფაქტი, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, შეგვახსენებს, რამდენად დანაშაულებრივ ძალასთან გვაქვს საქმე ნაცმოძრაობის სახით

8-11-2020

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,  შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე "ნაციონალური მოძრაობის" სახით.

ეს განცხადება კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ ერთობლივ განცხადებას.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ, შეკრების თავისუფლებით მშვიანობიანი ფორმითა და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედონ.

ასევე, მნიშვნელოვანია საელჩოების მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რათა მათ აიღონ პასუხისმგებლობა ქმედითი პარლამენტის ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.

ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხისათვის სრულად ნათელის მოფენას.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ "ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტის დაკავებას, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რის შედეგადაც 43 წლის ახალგაზრდა ადამიანი რამდენიმე საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე "ნაციონალური მოძრაობის" სახით. ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა არის ამ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომლითაც ის გამოირჩეოდა 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ვხედავთ, რომ საქმიანობის ამ ფორმებსა და მეთოდებს ისინი არ იშლიან არც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში.

უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით" - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930