გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ეს ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტ თანამშრომლობასა და უფრო სუფთა გარემოს

19-04-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვიზიტს გამოეხმაურა.


პრემიერის შეფასებით, მათ ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდათ.


„აზიის განვითარების ბანკი თავის მომავალ საქმიანობაში აქცენტს იღებს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე. ამ შემთხვევაში, რეგიონში იგულისხმება ჩვენი ქვეყნის სამეზობლო ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზიის სხვა რეგიონები და სპარსეთის ყურის ქვეყნები.


უმნიშვნელოვანესია, რომ აქცენტი გაკეთდება თითოეული დახარჯული დოლარის, თუ ევროს ეფექტზე კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ანუ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება კერძო სექტორის განვითარებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების განვითარებაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აგრეთვე, ჩვენს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ეხება მდგრადი განვითარების მიზნებს, გაერო-ს მიერ დამტკიცებული მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.


უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტ თანამშრომლობასა და უფრო სუფთა გარემოს, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მისასალმებელია ჩვენი მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის ადგილობრივ ოფისს ძალიან კარგი თანამშრომლობისთვის“-განაცხადა პრემიერმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031