გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის პურის მიწოდება სტაბილური იყოს

10-11-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

„სამინისტროში რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს და ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის სტაბილური იყოს როგორც პურის მიწოდება, ასევე სტაბილური იყოს ფასები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობის პურით შეუფერხებელი მომარაგება. ეს არის საკითხი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესსექტორის მხრიდან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოციალური მიმართულება და ბაზარზე სტაბილიზაციის შენარჩუნება მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728