გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის აგრესიული მიტინგები საოლქო კომისიებთან, რომლებიც ქმნიდნენ სურათს და ატყუებდნენ საზოგადოებას, თითქოს არ ხდებოდა ობიექტურად მათი ხმების გადათვლა

11-11-2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, ჩვენ ვნახეთ ორი პროცესი: ერთი - ოქმები, რომელიც არ შემოსულა დიდი ოდენობით უბნების დახურვამდე და მერე უცებ ვნახეთ ოქმების დიდი ნაკადი, დასაბუთებული, არგუმენტირებული პროცედურების დაცვით მიღებული საჩივრების განხილვა და ამ განხილვების და ბიულეტენების გადათვლის პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა საოლქო კომისიებში, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის აგრესიული მიტინგები საოლქო კომისიებთან, რომლებიც ქმნიდნენ სურათს და ატყუებდნენ საზოგადოებას, თითქოს არ ხდებოდა ობიექტურად მათი ხმების გადათვლა და მათ წარმომადგენლებს არ უშვებდნენ საოლქო კომისიებში.

„სინამდვილე იყო ასეთი - მათი წარმომადგენლები ამ აქციების პარალელურად შიგნით ისხდნენ თვლიდნენ, ეთანხმებოდნენ დათვლის შედეგებს და ამბობდნენ, რომ არავითარი მნიშვნელოვანი დარღვევა, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არ ყოფილა, გამოდიოდნენ და ამის პარალელურად გარეთ ვხედავდით სურათს, თითქოს მათ წარმომადგენლებს არ უშვებდნენ. შიგნით ისხდნენ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. რაც შეეხება მეორე ნაწილს, საჩივრებს რომელთა დაკმაყოფილებაც არ მოხდა. საჩივრების დაკმაყოფილება არ მოხდა ძირითადად ერთი მიზეზით - წერდა არაუფლებამოსილი პირი, იმიტომ რომ ყველა საჩივარს აქვს პროცედურა კანონით გაწერილი. წერდნენ არაუფლებამოსილი პირები. ზუსტად ისევე, როგორც კანდიდატები ითხოვდნენ შეშვებას საოლქო კომისიაში, რასაც პირდაპირ კანონი კრძალავს. უფლებამოსილი პირი უნდა იყოს კომისიაში, კანდიდატის ჩართულობას ხმების გადათვლისას საოლქო კომისიის მუშაობაში კანონი კრძალავს პირდაპირ და იმპერატიულად. არ შეიძლება კანდიდატის დაშვება და ჩვენ ვხედავდით საოლქო კომისიებთან კანდიდატებს, რომლებიც შეჭრას ცდილობდნენ საოლქო კომისიაში, ანუ არღვევდნენ კანონს. რაც შეეხება ამ ოქმებს, დაწერილია არაუფლებამოსილი პირების მხრიდან ძირითადად და დაწერილია მთელი რიგი პროცედურების დარღვევით ისე, რომ ცესკოს და კომისიას ამისი განხილვის სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია. რატომ არის ასე დაწერილი, ამის ორი მიზეზი არსებობს - ან არ იციან ოქმი როგორ უნდა დაიწეროს და კომპეტენცია აკლიათ, ან იციან და სპეციალურად წერენ ისე, რომ ვერ განიხილონ და მერე ეს გამოიყენონ საბაბად, თითქოს საჩივრები ბევრი დაიწერა და ამისი განხილვა არ მოხდა“ - განაცხადა დავითულიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930