გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: ფაქტობრივად, სალომე სამადაშვილმა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა

11-11-2020

ფაქტობრივად, სალომე სამადაშვილმა უკრაინულ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება სანიკიძე-ალასანიას ჩანაწერს, იქ ახალი პრაქტიკულად არაფერი არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ახალი აქტორი შეემატათ გუბაზ სანიკიძის სახით. ჩვენ დიდიხანია ვსაუბრობთ ამ რევოლუციურ სცენარებზე და აქ ახალი არაფერია. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს და სალომე სამადაშვილს, ​იქ ავთენტურობაზე დიდი კითხვის ნიშნები, მგონი, არ გაჩენილა და, ფაქტობრივად, მანვე დაადასტურა ავთენტურობა. აქ სიახლე შემდეგია - გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ნაწილი საკმაოდ ფხიზლად და ობიექტურად აფასებს საკუთარ მდგომარეობას, „ქართული ოცნების“ მიმართ დასავლეთისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ისინი თვითონვე ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დასავლეთისთვის დესტაბილიზაციის წყაროა, „ქართული ოცნება“ კი ქვეყნის განვითარებისთვის სტაბილურობის გარანტია. გაგიკვირდებათ, და შეფასებებში სალომე სამადაშვილს ვეთანხმებით. რაც შეეხება მის ბოლო განცხადებას, როგორც ვიცით, ეს ჩანაწერები უკრაინულმა მედიაში გავრცელდა. ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, საიდან გავრცელდა, ვინ უსმენდა და თუ უკანონოდ უსმენდნენ - მოხდეს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა დავითულიანმა.

უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com-ი აქვეყნებს ორ აუდიოჩანაწერს, საიდანაც ერთზე, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარია, ხოლო მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისა და უცნობი პირის საუბარი. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საუბრები ეხება ხელისუფლების ძალადობრივი გზის შეცვლასა და საქართველოში არეულობის ორგანიზების გეგმას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930