დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სამშენებლო კომპანიებისგან ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 500-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, ზუგდიდში, წლის ბოლომდე, ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის მიმდინარეობს 5 კორპუსის მშენებლობა. სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება.
ცნობისთვის: ბინების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. საკონკურსო წინადადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.