გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მარტი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: ევროსაბჭოს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში

14-11-2020

„ევროსაბჭოს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის წინააღმდეგ ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის ეს ნაბიჯები სწორი იყო პენიტენციურ სისტემაში“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ევროსაბჭოს ანგარიშის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა.

მისი თქმით, ანგარიში რამდენიმე პერიოდს მოიცავს და ცალსახად ჩანს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა საქართველოში კოვიდის ფონზე მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების მსგავსია.

„ევროსაბჭოს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯები გადავდგით. ეს ანგარიში მოიცავს რამდენიმე პერიოდს და ყველა ამ ანგარიშში ცალახად ჩანს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა საქართველოში კოვიდის ფონზე არის მსგავსი მსოფლიოს წარმატებული ქვეყნებისა, იქ არაერთი სახელმწიფოა დასახელებული. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით კოვიდთან ბრძოლის თვალსაზრისით, მათ შორის ეს ნაბიჯები სწორი იყო პენიტენციურ სისტემაში“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31