გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: NED-ის ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის

27-02-2025

„დემოკრატიის ეროვნულ ფონდის" ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით, ამ ყველაფერს ემსახურებოდა NED-ის დაფინანსება.


„NED-ის ხაზით ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს მაგალითად, რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით. ამ ყველაფერს ემსახურებოდა NED-ის დაფინანსება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება შეიზღუდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30