გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდება უკვე ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება

16-11-2020

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიულის საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, უკანასკნელი დღეების მანძილზე, “ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციური ძალების მხრიდან, არაერთი განცხადება ვიხილეთ, რომლითაც საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ და აქეზებენ პოლიციელებზე, საჯარო მოხელეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლისკენ.

თუმცა, დავითულიანის თქმით, მათი გუშინდელი მოწოდება, უკვე ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება.

"გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მათ მიერ ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა მათი პარტიის გეგმა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს, მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ, რითაც შეეცდებიან მოახდინონ საარჩევნო პროცესის ბლოკირება და ხელის შეშლა.

დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლების წყარო ხალხია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით, ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეს დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო.

ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიიტაცება, მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იგივეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან.

ეს არის დემოკრატიასთან ყოველად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას.

მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება" - განაცხადა დავითულიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930