16-11-2020
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აგრძელებს. პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქართული ეკოსისტემის წევრები. აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადი დაიწყო, სადაც 15 კომპანიაა ჩართული. ესენია: Activechat, Agrolabs, Argonavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me,
ბიზნესაქსელერატორის 500 Startups -ის მეორე ნაკადში შერჩეული სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროცესი- ონლაინ ,,ბუთქემფი“ უკვე დაიწყოდა ის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა.
პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპკომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაწილში15 სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა, მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობა კი 5 მლნ აშშ დოლარს აღემატება. პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი, Cardeal და Cargon, 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ ისეთი გლობალური პროექტის განხორციელებას, როგორიცაა 500 Georgia. აქსელერაციის პროგრამის მეშვეობით 2 სტარტაპს უკვე მიეცა შესაძლებლობა სილიკონ ველიში გაემგზავროს. მეორე ნაკადში მონაწილე 15 სტარტაპს კი აქვს უნიკალურიშანსი, საკუთარი სტარტაპებისა და კომპანიების დასახვეწად მსოფლიოში წამყვან, ერთერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან და მენტორებთან იმუშაონ. აქსელერაციის პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა, რაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატებაა და იმაზე მიუთითებს, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტია. მინდა ვუთხრა პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს, რომ არ გაჩერდნენ, ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ახსოვდეთ რომ, გზა სულ არის განავითარონ სტარტაპი. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მეორე ნაკადში ჩართულ თითოეულ მონაწილეს. ჩვენ გვეამაყებამათი წარმატება“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპდამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.