გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციის საპროტესტო აქციის გამო დედაქალაქის ცენტრში მოძრაობა შეზღუდულია

18-11-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით,   დღეს, რს, თბილისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

კერძოდ, ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე (ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით). ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ვერც ერთ ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ.

გარდა ამისა, მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

ავტომანქანები მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრაობას ვერ შეძლებენ. ასევე, გადაკეტილია​ ფილარმონიიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, მერაბ კოსტავას ქუჩასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა.

მოძრაობა შეზღუდულია გალაქტიონის ხიდიდან ელბაქიძის აღმართზე ამომსვლელი ავტომანქანებისთვის - მძღოლები მოძრაობას გააგრძელებენ დავით აღმაშენებლის გამზირის ან სანაპიროს მიმართულებით.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ. აქციის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930