გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

18-11-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში "თბილისი-2“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ შემოტანილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განუსაზღვრეს. აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 10192 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (ტანსაცმელი) აღმოჩნდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10192 ლარის ოდენობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930