გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი არჩევნების მე-2 ტურზე: ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე

19-11-2020

სულ რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს, ქვეყანაში იქნება არჩევნების მე-2 ტური 17 ოლქში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყანაში, პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკვე, მაშინ, როდესაც 31 ოქტომბერს მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში, ერთობლივად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს და იმ მოლოდინებს და პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი, იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს გახლავთ გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზი, რეგიონალური გამოწვევები, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930