20-11-2020
2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.
ცესკოში ბრიფინგები რამდენიმე საათში ერთხელ ჩატარდება და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ისე ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე.
21 ნოემბერს 07:00 სთ-იდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2-51-00-51) და ონლაინ ჩატი. ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მიიღოს პასუხი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე:
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30 სთ
12:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.