გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ მიქელწყაროში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება

20-11-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია საქლორატორო და საყარაულო ჯიხურის მშენებლობა. მოეწყობა წყლის გამანაწილებელი ქსელი, წყალსადაწნეო კოშკი და სანიტარული დაცვის ღობე. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 268 700 ლარია.

სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა ათეული წლებია აწუხებს. მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სასმელ წყალსამ ეტაპზე დროებით, ხუთი საუბნო ონკანის საშუალებით აწვდის. პროექტი 2021 წლის მარტში დასრულდება დამოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031