გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავე კი დაკავებული

20-11-2020

"ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული, დამნაშავე დაკავებულია" - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ წერეთლის გამზირზე მედიასაშუალებებს განუცხადა.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად საპოლიციო ღონისძიება წარმატებით დასრულდა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელი პირი პოლიციამ დააკავა.

"ღონისძება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებზე მოგახსენებთ მოგვიანებით", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728