გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატებმა გაიმარჯვეს

22-11-2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე.

21 ნოემბერს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში. 21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

„მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები

№1 - მთაწმინდა, კრწანისი
№2 - შალვა შავგულიძე- 8.43% (1727)
№41 - ბექა ოდიშარია - 91.57% (18 769)

№2 - ვაკე
№2 - ელენე ხოშტარია -6.28% (1 378)
№41 - ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549)

№3 - საბურთალო
№24 - ალექსანდრე ელისაშვილი-10.08% (2770)
№41 - დავით სერგეენკო-89.92% (24697)

№4 - ისანი
№5 - ხატია დეკანოიძე - 7.85% (1879)
№41 - კახა კახიშვილი -92.15% (22055)

№5 - სამგორი
№5 - ლევან ხაბეიშვილი - 11.32% (3573)
№41 - სოზარ სუბარი -88.68% (27993)

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი
№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 10.05% (3188)
№41 - გიორგი ვოლსკი 89.95% (28522)

№7 - ნაძალადევი
№10 - შალვა ნათელაშვილი -8.6% (2223)
№41 - მიხეილ ყაველაშვილი - 91.4% (23629)

№8 - გლდანი
№5 - ნიკანორი მელია - 10.64% (3032)
№41 - ლევან კობიაშვილი - 89.36% (25474)

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი
№5 - გიორგი ბოტკოველი-11.17% (5608)
№41 - ირაკლი ქადაგიშვილი- 88.83% (44616)

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი
№5 - ცეზარი ჩოჩელი - 7.47% (2076)
№41 - შალვა კერესელიძე -92.53% (25728)

№12 - რუსთავი, გარდაბანი
№5 - დავით კირკიტაძე- 10.21% (4012)
№41 - ნინო ლაცაბიძე -89.79% (35297)

№16 - ხაშური, ქარელი
№5 - ნატო ჩხეიძე -8.28% (2763)
№41 - ზაალ დუგლაძე - 91.72% (30 602)

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი
№5 - კახა გეწაძე - 8.06% (3488)
№41 - ბეჟან წაქაძე - 91.94% (39810)

№23 - ქუთაისი
№5 - გრიგოლ ვაშაძე - 8.08% (2626)
№41 - ზაზა ლომინაძე -91.92% (29866)

№27 - ზუგდიდი
№5 - მალხაზ ჯალაღონია - 6.12% (2064)
№41 - ირაკლი ჩიქოვანი -93.88% (31678)

№28 - ბათუმი
№5 - ლევან ვარშალომიძე -12.19% (4172)
№41 - რესან კონცელიძე -87.81% (30057)

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო
№5 - მიშა ბოლქვაძე -11.81% (4293)
№41 - ანზორ ბოლქვაძე -88.19% (32062)

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:

მეორე ტურში გასული კანდიდატები
№59 - ქუთაისი №5 - გრიგოლი შუშანია -7.98% (2595)
№41 - იოსები ხახალეიშვილი -92.02% (29911)


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930