22-11-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სამსახურის ხელმძრვანელ პირებთან ერთად, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სპეცოპერაციისდროსასევედაიჭრაოთხისამართალდამცველი.
ივანე გოლაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“, დაჯილდოვდა.