გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინა კობახიძე: მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ

23-11-2020

მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ზუსტად იცოდეს გამოწვევები, რასაც ველოდებით ყოველდღიურ რეჟიმში და თავის მხრივ სახელმწიფოსთან ვცვლით ინფორმაციას, თუ როგორ ვახდენთ ტრიაჟს ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების, რამდენად მართვადია სიტუაცია, რამდენად მზადყოფნაა ინტენსიური საწოლების თუ სამედიცინო პერსონალის მეშვეობით ასევე, ჟანგბადის ქარხნების აღჭურვის თვალსაზრისით რა წინსვლები გვაქვს, - ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია არის რთული, თუმცა ამ ეტაპისთვის მართვადი.

„ჩვენი აზრით სიტუაცია არის რთული, თუმცა ამ ეტაპისთვის მართვადი. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა კლინიკამ ვიცით ჩვენს რეგიონში რა რესურსები მობილიზება გვჭირდება და ამ ინფორმაციის გაცვლას ვახორციელებთ პრემიერთან. მნიშვნელოვანია, რომ თავის მხრივ მოსახლეობამაც ხელი შეგვიწყოს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ და ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის რისკებიც უნდა ვმართოთ. დღევანდელი მოცემულობით ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930