გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა კულუმბეგოვი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური და ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ!

25-11-2020

ერთი მთავარი კონსენსუსი, რაც რეალურად არის მიღწეული გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ საპირწონე ღონისძიებებზე, რომელიც ეპიდემიის ამ ძალიან სერიოზულ ტრაექტორიაზე გავლენას მოახდენს.

„ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ბუნებრივია, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა, იყო ბევრი ვარიანტის განხილვა, ბევრი მსჯელობა, რომ დეკემბერი-იანვარი იქნება გადამწყვეტი თვეები, როდესაც ჩვენ, რეალურად, უნდა შევძლოთ ეპიდემიის კონტროლზე აყვანა, აქ საუბარი არ არის რომ ეპიდემია დასრულდება ამ რამდენიმე კვირაში და თვეში, მაგრამ საუბარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ის კრიტიკული შეუსაბამობა, რაც რეალურად გვაქვს და გვემუქრება პაციენტების რაოდენობასა და ამ შესაძლებლობებს შორის, ეს ყველაფერი უნდა დაბალანსდეს. ეს ვარიანტები ბევრია, იხილება, უფლებამოსილი, რასაკვირველია, საკოორდინაციო საბჭოა და ეს, ალბათ, რამდენიმე დღეში იქნება გაცხადებული“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930