გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

26-11-2020

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2021 წელს სხვა საგადასახადო შეღავათებითაც ისარგებლებენ.

„ტურიზმის სექტორი, რომელიც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ პერიოდში 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა გაფართოვდეს და მას რესტორნებიც დაემატება, რომელთაც 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930