გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა

26-12-2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა.
სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისთვის გაგზავნილ უწყებაში ორი საგამოძიებო მოქმედების შესახებაა მითითებული, რაც უკანონოა. 
„დღეს მომიწვიეს 245-ე მუხლის დარღვევით. ლუცენკოსაგან განსხვავებით სისხლის სამართლის კოდექსი კარგად მაქვს ნასწავლი და კარგად ვიცი უკრაინის კანონმდებლობაც. ისინი არღვევენ ყველა კანონს. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაბარება ერთდროულად ორი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ერთ დღეში იკრძალება უკრაინის კრიმინალური პროცესუალური კოდექსის თანახმად. 
რაც შეეხება იმას, რომ მათ დაარღვიეს ეს კოდექსი, შემეძლო თვალი დამეხუჭა, მაგრამ კანონდარღვევაზე ამას ვერ გავაკეთებ. პროფესიით ვარ იურისტი და მაქვს ორი დიპლომი ადამინის უფლებების დაცვის სფეროში. თუ ვერ დავიცავ საკუთარ თავს, ვერ დავიცავ ვერავის უკრაინაში. ამიტომ ვაიძულებ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს, უშიშროების სამსახურსა და გენპროკურატურას, დაიცვან კანონი არა მხოლოდ ჩემ მიმართ არამედ ყველა უკრაინელის მიმართ“- განაცხადა სააკაშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728