გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს

27-11-2020

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და შობას 7 იანვრის ღამეს აღნიშნავს, ამიტომ ამ შეზღუდვიდან ამოღებული იყო გამონაკლისი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა კონფესიის უფლებების დაცვას.

„მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან. ამ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და შობას 7 იანვრის ღამეს აღნიშნავს, ამიტომ ამ შეზღუდვიდან ამოღებული იყო გამონაკლისი.

რაც შეეხება სხვა კონფესიებს, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც, ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე. მაშინაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საკოორდინაციო შტაბი ძალიან მჭიდრო კონტაქტში იყო ყველა ამ რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთან. უშუალოდ საკოორდინაციო შტაბის მიერ გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომელიც გულისხმობს მათი რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას.

ამდენად, 7 იანვრის ღამეს გამონაკლისი დაიშვა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ეხებოდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ხოლო სხვა კონფესიებზე – გრიგორიანულ ეკლესიაზე, ან კათოლიკებზე, ლუთერანებზე და ა.შ, რა თქმა უნდა მათთან ვართ კონტაქტზე და როგორც გაზაფხულზე, ახლაც ხელს შევუწყობთ მათი უფლებების დაცვას.

არის კათოლიკური საზოგადოებით დასახლებული რეგიონები, სადაც ადგილობრივი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც გაატარებს იმ კონკრეტულ ღონიძიებებს, რომელიც იმ რეგიონისთვის მეტად არის საჭირო. გარწმუნებთ, ზედმეტი აჟიოტაჟია. შეიძლება, ჩვენ ეს საკითხი მეტად უნდა აგვეხსნა. თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ ეს სისტემა იმუშავებდა იგივენაირად, როგორც გაზაფხულზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930