გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასრულწლოვანთა ამსახველ ძალადობრივ ვიდეოს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურიც შეისწავლის

21-04-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს, რომელიც YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა.


"როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვნების ვინაობა, დადგენილია ის პირებიც ვინც სოციალურ ქსელში ატვირთა აღნიშნული ვიდეო. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება. მოზარდებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები დაფსიქოლოგები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები იმუშავებენ როგორც არასრულწლოვანებთან ისე, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. მომხდარს დამატებით შეისწავლის სამინისტროს აუდიტის სამსახური.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ბულინგის წინააღმდეგ ქმედითი და აქტიური ღონისძიებების გატარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისასალმებელია, რომ საზოგადოება ასეთი პროცესების აქტიური მოკავშირეა, რადგან ბულინგისა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე სწორი რეაგირება, თითოელი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა"-აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930