გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ირაკლი ოქრუაშვილი: ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება პირადად გავეცი და დღესაც იგივეს გავაკეთებდი

28-11-2020

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ე.წ. კოდორის მოვლენების დროს ბატალიონ "მონადირეს" მაშინდელი ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული.


ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება "ფრონტნიუსზე" დაყრდნობით გაზეთმა "ასავალ - დასავალმა" გამოაქვეყნა.


"ემზარ კვიციანი იყო გამომძალველი. მან სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხი სცადა და ორი ჯარისკაცი დაგვიჭრა. მათი დაჭრის გამო გაცემული გვქონდა მისი ლიკვიდაციის ბრძანება და ღმერთს მადლობა უნდა უთხრას, რომ დღეს ცოცხალია. მე ვიყავი ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი და არა მარტო მე, რომელმაც მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. დღეს რომ დრო უკან დავატრიალოთ, იმავეს გავაკეთებდი იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოს აუმხედრდა" - განაცხადა ოქრუაშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30