გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაისში საქართველო მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

21-04-2018

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენკ ჰიმსკერკმა. შეხვედრა ვაშინგტონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ის პოზიტიური დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება ეკონომიკაში. სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება. ასევე, ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევისა და სიღარიბის შემცირებისთვის.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მსოფლიო ბანკში ერთმნიშვნელოვნადაა დაფიქსირებული ის წარმატება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ გასულ წელს. გარკვეული ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ზაფხულში, ველით, რომ მაღალი ალბათობით, მსოფლიო ბანკი და მასში შემავალი ორგანიზაციები გაზრდიან საქართველოსთვის დაფინანსებას, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ამავე დროს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაისში, საქართველოში პირველად ჩატარდება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომა. ეს არის ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკი მომავალშიც განაგრძობს ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას, როგორიცაა საგზაო მაგისტრალების მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930