1-12-2020
ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით წელს 14 მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კეთილმოეწყო 13 კილომეტრამდე სიგრძის გზა, ქალაქ ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე კი საფეხმავლო ბილიკები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
მათ შორის მოეწყო:
- სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილ ოგზა;
- საოფლების აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
- სოფლების წყრუთი-წირას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
-სოფლების, გიორგიწმინდის და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში საავტომობილო გზა;
-ქალაქ ახალციხეში შოთა რუსთაველის ქუჩა;
- ქ. ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩა;
-ქალაქ ახალციხეში შოთა რუსთაველის ქუჩა (III ეტაპი);
-ქალაქ ახალციხეში, მერაბ კოსტავას და ჯაყელის ქუჩაზე არსებული ჩიხები;
- ქალაქ ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ ჩიხები (I და II მონაკვეთი)
- ქალაქ ახალციხეში, საფარის ქუჩაზე არსებული ჩიხები;
- ქალაქ ახალციხეში, პაატა ნათენაძის და შალვა ახალციხელის ქუჩის საფეხმავლო ბილიკები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა;
- ქალაქ ახალციხეში, პაატა ნათენაძის და მერაბ კოსტავას ქუჩის საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურა;
-ქალაქ ახალციხეში, მერაბ კოსტავას და ზურაბ დიდიმამიშვილის ქუჩის საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურა;