1-12-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, სამტრედიის (ნაწილორბრივ), დადიანის, ალექსანდრე დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ალექსი მაჭავარიანის, დიმიტრი ბაქრაძის, ზანდუკელის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, შოთა მილორავას და არაგვის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლები, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის (ნაწილორბრივ) მაცხოვრებლები.