2-12-2020
ყოფილი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, რომელიც მან ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" რიგებში ყოფნის დროს, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში გააკეთა, სააკაშვილს არავინ ენდობა, რადგან ის მოღალატე და მშიშარა კაცია:
"სააკაშვილი ერთ რამეს აშკარად ხვდება - მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ამას ვერ მოახერხებს, რადგან მას არავინ ენდობა, - ის ბუნებით მოღალატე, მშიშარა და "გადამგდები" კაცია.
სააკაშვილი პარლამენტში ისე მოიქცა (იგულისხმება, როდესაც "ქართული დასის" ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას სხდომათა დარბაზიდან გაექცა რედ.), როგორც მოიქცა რუსული თვითმფრინავების დანახვის დროს; ანუ ჯონდი ბაღათურია და რუსული ავიაცია მისთვის ერთი და იგივე ხიფათის შემცველია" - აცხადებდა გუბაზ სანიკიძე.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გუბაზ სანიკიძემ სააკაშვილის მიმართ რიტორიკა შეცვალა, მასთან კიევში ჩავიდა და ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის ეთერიდან საქართველოს მესამე, ძებნილ პრეზიდენტს მოვლენა უწოდა.