გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში ახალი სკვერების და მასშტაბური კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

2-12-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, კობალიძის ქუჩაზე დასრულდა მაგისტრალური წყალარინების კოლექტორის მოწყობა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის სამუშაოები. IV ფაზის ფარგლებში პარალელურად რამდენიმე პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს.

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე დაიწყო ახალი სკვერის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. დაიგება მწვანე კორდი და დეკორატიული ფილები. დამონტაჟდება შადრევანი და გარეგანათების სისტემა. განთავსდება საბაღე სკამები და დეკორატიული ურნები.

ასევე დაგეგმილია სკვერის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და საპარკინგე სივრცის მოწყობა. ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის მონტაჟი და მიმდინარეობს შადრევნისა და ტროტუარების მოწყობა. პროექტის ღირებულება 832 ათას ლარს აღემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728