გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს

4-12-2020

„ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს. აუცილებლად გაცნობებთ, როგორც კი დავაკავებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, არასწორია შეფასება, რომ ქვეყანაში კრიმინალი გახშირდა.
„სად გახშირდა, აბა, მითხარით. ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ეს ადამიანი. გახშირდა არის - ათი და ოცი რომ მოხდება. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა და ხდება. ხელყუმბარით შევარდნის ფაქტს რაც შეეხება, დავაკავეთ ეს ადამიანი, რა თქმა უნდა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930