გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"წლის მოდელის" გამარჯვებული გამოვლინდა - ვინ არის ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის საუკეთესო მოდელის ტიტულის მფლობელი

26-12-2017

სამოდელო სააგენტოს საიტმა "Models.com"-მა ყოველწლიური პრემიის  "წლის მოდელის" გამარჯვებული გამოავლინა. პორტალმა საუკეთესო მოდელად ადვოა აბოა დაასახელა, რომელსაც ჯერ კიდევ 2017 წლის "British Fashion Awards"-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო მოდელის ტიტული გადაეცა.

სოციალური ქსელების მომხმარებლების გამოკითხვით, გამარჯვებული ბელა ჰადიდი გამოვლინდა. ის ყველაზე სექსუალური, წარმოსადეგი და პერსპექტიული მოდელის სახელით არის ცნობილი.  ექსპერტების რეიტინგში მეორე ადგილს ვიტორია ჩერეტი იკავებს, ხოლო სოციალური ქსელის გამოკითხვით, ჯიჯი ჰადიდი.   

ექსპერტების და სოციალური ქსელების კვლევებით, ყველაზე გამორჩეული "წლის მოდელი" კაია გერბერი დასახელდა- სინდი კლოუფორდის ქალიშვილი.

კაია გერბერი 2017 წლის თითქმის ყველა სამოდელო კვირეულის პოდიუმზე იღებდა მონაწილეობას.

მისი ძმა, პრესლი, კი მამაკაცებს შორის ანალოგიური კომპანიის, "წლის მოდელის", გამარჯვებილი გახდა.  

წყარო: "პრაიმტაიმი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728