გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
გაზეთი „სამშობლო“ ვაჟა-ფშაველას კრიტიკოსთა საპასუხოდ 1916 წელს

22-04-2018

ცნობილ ქართველ მგოსანს ვაჟა-ფშაველას, როგორც ცნობილია კრიტიკოსები სიცოცხლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ჰყავდა, რომელთა ძირითადი არგუმენტი, ფშაველი პოეტის ენის თავისებურება იყო.


ცნობილია აგრეთვე, რომ ვაჟას პოეტური სტილის კრიტიკოსთა შორის იყო აკაკი წერეთელიც, რომელმაც საკმაოდ გახმაურებული და სკანდალური ლექსი მიუძღვნა ვაჟა-ფშაველას პოეზიას. („ენას გიწუნებ ფშაველო“)


1916 გამოსული გაზეთი „სამშობლო“ ვაჟას კრიტიკოსთა საპასუხოდ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:


„ვაჟა-ფშაველა იშვიათი მოვლენაა ჩვენს ცხორებაში. ვაჟა აუცილებლივ შორეულს ეკუთვნის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისი ვარსკვლავი ჯერ არც კი აციმციმებულა. ის დროს მოელის, დროს, ჩვენს სულიერს გარდაქმნას, ჩვენს ახალს შობას, გაჯანსაღებას. ვაჟას პოეზიის ჯერჯერობით ეგზოტიკური ელვარება მოწმობს მხოლოდ ჩვენს დაავადება-გადაგვარებას, ჰმოწმობს იმ უფსკრულის აღმართვას, რაიც ჩვენსა და ხალხის შუა გაევლო. ვაჟას გასაგებად საჭიროა ჩვენც ხალხში მივიდეთ, ვისუნთქოთ საღი ბუნების ჯანსაღი ჰაერი, გავიზიაროთ ხალხის ტანჯვა, იმის სიხარული, გავეცნოთ მის ბედს, უბედობას და მაშინ, მხოლოდ მაშინ მივხვდებით ვაჟას უცნაურს უცხოობას, რომ იგი მახლობელი, არც ისე რიგად შორეულია, ჩვენია, ჩვენთან მყოფი, მაგრამ ჩვენგანვე დაშორებული.
ვაჟას მიუწვდომლობა, დაუფასებლობა ჩვენი მცონარეობის ბრალი გახლავთ!“-წერს გაზეთი „სამშობლო“. (სტილი დაცულია)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031