გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს საქართველო-კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

23-04-2018

მიმდინარე წლის 23-24 აპრილს თბილისში საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. ამ მიზნით საქართველოს ეწვევა კანადის დელეგაცია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტეფანი ბეკის ხელმძღვანელობით.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კანადა 2018 წელს დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანაა.


პოლიტიკურ კონსულტაციებს ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე. კონსულტაციებისას განხილული იქნება საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. საქართველოს უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და კანადის ელჩები.


კონსულტაციების შედეგად, ხელი მოეწერება ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ასახული იქნება საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. ვიზიტის ფარგლებში კანადის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე მიიღებს ინფორმაციას იქ არსებულ ვითარების შესახებ. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნობიან იუსტიციის სახლის საქმიანობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031