გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარკეთილში 20 წლის მამაკაცი დაჭრილი იპოვეს

23-04-2018

თბილისში, ვარკეთილის ზემო პლატოზე 20 წლის ბიჭი დაჭრილი იპოვეს. 
ადგილობრივების განცხადებით, დაშავებულს ჭრილობა ყელის არეში აქვს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანა.
„კისრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკევთი ჭრილობა, მოხდა ჭრილობის დამუშავება და დაედო ნაკერი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“- განაცხადა ექიმმა. 
საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930