30-12-2020
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ლევან დავითაშვილის ინიციატივით ვაზისუბანსა და მე-8 ლეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ხანდაზმულ მოქალაქეებს საახალწლო ნობათი გადაეცათ.
ლევან დავითაშვილი მოსახლეობას ისნის რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ კახა კახიშვილთან და ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად სტუმრობდა. როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ეპიდემოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოსახლეობის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ჩვენი დროის გლობალური პრობლემაა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და ვირუსის შეკავების მიზნით ჩვენს ქვეყანაშიც მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა. სწორედ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა და სოლიდარობა.
დღეს ვაზისუბანსა და მე-8 ლეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და ხანდაზმულ მოქალაქეებს ვესტუმრეთ. მათ საახალწლო ნობათები გადავეცით და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. მინდა თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ვუსურვო. ვიმედოვნებ, რომ პანდემია უახლოეს მომავალში დასრულდება და ყველა ერთად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დეპუტატის თქმით, სოციალური კამპანია ერთჯერადი ხასიათის არ არის და მომავალშიც გაგრძელდება.