გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ირაკლი აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის მიზეზს განმარტავს

8-01-2021

"საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით 2021 წლის 6 იანვარს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო მისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია" - ამის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ვნობითვე, როგორც საჯარო რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, „საქართველოს რაგბის კავშირმა“ პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება ვერ შედგა.

"ასეთ შემთხვევაში წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, სადაც პირველი კრებისგან განსხვავებით, კვორუმისთვის, ნაცვლად ნამდვილ წევრთა ხმათა 2/3-სა, საჭიროა ნამდვილ წევრთა ხმების სულ ცოტა 50%-ზე მეტი. „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებით, ასეთ დროს განმეორებითი კრება არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, ირკვევა, რომ განმეორებითი კრება არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 10 თვის შემდეგ ჩატარდა. სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი.

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, პრეზიდენტის არჩევის გარდა განცხადებით მოთხოვნილი იყო გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დარღვეული იყო განმეორებითი კრების მოწვევის ვადები, არსებობს წარმოების შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი. კერძოდ, წესდების მიხედვით, არ შეიძლება განმეორებით კრებაზე განიხილონ ისეთი საკითხი, რაც პირველი კრების დღის წესრიგში არ ყოფილა. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, გამგეობის წევრების არჩევა 24 თებერვალს ჩატარებული კრების დღის წესრიგში არ ყოფილა. შესაბამისად, დეკემბრის კრება ვადაში და წესდების დაცვით რომც ჩატარებულიყო, ის არ იყო უფლებამოსილი, განეხილა გამგეობის წევრების არჩევის საკითხი" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930